logo
ENG



"არა ბეტონს იპოდრომზე" - მოქალაქეები იპოდრომის პროექტს აპროტესტებენ

10 აპრ 202114:41
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

"არა ბეტონს იპოდრომზე" - ამ გზავნილით მოქალაქეები იპოდრომის განაშენიანებისა და მერიის მიერ წარდგენილ პროექტს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ასე იპოდრომი ავთენტურობას და მის შინაარსს დაკარგავს.

პროტესტის მონაწილეების თქმით, მერიამ პროექტი გაუმჭვირვალედ დაამტკიცა, აზრი კი არც მოქალაქეებს და არც სპეციალისტებს ჰკითხა.

​„იპოდრომის პროექტი დააანონსეს და მეორე დღესვე მოაწყვეს სამშენებლო მოედანი. პროექტში არ გაითვალისწინეს იპოდრომის შინაარსი და მთავარი ღირებულება. უნდათ, აქ გაგვიკეთონ უამრავი ბეტონის ბილიკი და დაყონ ბუნებრივი ლადშაფტი ათას აქტივობად, რაც არავის უნდა. 

ჩვენი მოტივია, რომ ამ ტერიტორიაზე იყოს ნაკლები ბეტონი, ნაკლები გასართობი სივრცე (აპირებენ თურმე რესტორნის ჩადგმას) და ვთვლით, რომ მერიას ბევრად მარტივად შეუძლია მართლა პარკის ფუნქცია მიუსადაგოს იპოდრომს", - ამბობენ აქციის მონაწილეები.

იპოდრომის ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის მოწყობა 2020 წლის ოქტომბერში დაიწყო. პროექტის პრეზენტაცია 6 ოქტომბერს გაიმართა.


close დახურვა